ასოციაცია “”რონდინე, მშვიდობის ციტადელი”, რომელიც 1997 წლიდან იღწვის მშვიდობის კულტურის გავრცელების მიზნით, 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს.
სტიპენდია ითვალისწინებს “რონდინეს” საერთაშორისო სტუდენტურ ცენტრში ჩარიცხვასა და პროექტში “მშვიდობის მუსიკა” მონაწილეობას, რაც გულისხმობს:
– ფიეზოლეს მუსიკალური სკოლის ალტის, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოს კლასში საშემსრულებლო ხელოვნების კურსზე დასწრებას;
– იტალიური ენისა და კულტურის სემესტრულ კურსზე დასწრებას;
– ასოციაციის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობას.
საერთაშორისო სტუდენტურ ცენტრში ჩარიცხვის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მითითებულია ოფიციალურ განაცხადს თანდართული სააპლიკაციო ფორმის ბოლო გვერდზე. ასოციაციამ მოთხოვნა უნდა მიიღოს არაუგვიანეს 2015 წლის 15 მარტისა.
კონკურსის პირობების შესახებ განაცხადისა და სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ: