2015 წლის 29-31 მაისს ქ. ტრენტოში გაიმართება გამოფენა Open Design Italia, რომელიც ეძღვნება ხელნაკეთ დიზაინს და რომლის მიზანია საერთაშორისო კონკურსის მეშვეობით მთელი მსოფლიოდან შერჩეული დიზაინერებისა და ხელოსნების ნამუშევართა ჩვენება.
გამოფენის მიზანია ახალგაზრდა დიზაინერებს, ინსტიტუციებსა და “Made in Italy”-ს მცირე და საშუალო საწარმოებს შორის კომპეტენციებისა და პროექტების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა.
გამოფენისა და მასში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე:
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 23 თებერვლის 18:00სთ (იტალიური დროით).