ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

შეტყობინება 2015 წელს კულტურის სფეროში თანამშრომლობისათვის სპონსორების შესარჩევი პროცედურის შესახებ

თეატრი, საოპერო ხელოვნება, არქეოლოგია და ბევრი სხვა – ესენია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ 2014 წელს ორგანიზებული და დიდი წარმატებით გამორჩეული კულტურული ღონისძიებები. აღსანიშნავია ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ჩატარებული სპექტაკლი ქალთა ძალადობის თემაზე “სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები” და იტალიის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის სემესტრის დასასრულს გამართული კონცერტი, რომელიც ჩატარდა ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხის” პატრონაჟით და გადაიცა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირი ეთერით.
2015 წელსაც იტალიის საელჩო გეგმავს ითანამშრომლოს ყველა იმ კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია მაღალ დონეზე ჩატარებულ და მედიაში დიდი რეზონანსის მქონე კულტურული ღონისძიებების განსახორციელებაში. სპონსორებს მიეცემათ საშუალება, განათავსონ საკუთარი სავაჭრო ნიშანი ან ლოგო საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მოსაწვევებზე, ბროშურებზე, ფლაერებსა და კატალოგებზე. სპონსორები შეძლებენ საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას გააჟღერონ, რომ არიანსაქართველოში იტალიის საელჩოს 2015 წლის კულტურული საქმიანობის სპონსორები”.
2015 წელს კულტურის სფეროში თანამშრომლობისათვის სპონსორების შესარჩევი პროცედურა ქვეყნდება იტალიის რესპუბლიკის 1997 წლის 449-ე კანონისა და მასში მომდევნო ცვლილებების თანახმად.
დაფინანსების
წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 23 იანვარი. ამისთვის აუცილებელია მოდულის შევსება, რომელიც თან ერთვის აღნიშნულ შეტყობინებას.
ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს შეტყობინებას, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ ენაზეც. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საელჩოს კომერციულ განყოფილებას ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე commerciale.tbilisi@esteri.it
გადმოტვირთეთ
შეტყობინება და მოდული:
შეტყობინება სპონსორების შესარჩევი პროცედურების შესახებ
მოდული