ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური წვლილი თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაში

იტალიის საელჩომ წელსაც წარმოადგინა საკუთარი სტენდი საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ ზამთრის ბაზრობაზე, რომელიც გაიმართა გასულ 29 ნოემბერს. იტალიის საელჩოს სტენდი გამოირჩეოდა ასოციაციის საქველმოქმედო პროექტების განხორციელებაში შეტანილი წვლილით.
სხვადასხვა დონორებისა და სპონსორების მიერ გულუხვად მოწოდებული პროდუქციის ფართო არჩევანის წყალობით, იტალიის საელჩომ 11.370 ლარი შეაგროვა. ეს თანხა ქართული საზოგადოების გაჭირვებულ ფენას, განსაკუთრებით, ქალებს და ბავშვებს მოხმარდება.
იტალიის საელჩო გულითად მადლობას უხდის საშობაო ბაზრობაში მონაწილე მრავალრიცხოვან მოხალისეებს, დონორებსა და სპონსორებს, რომელთა შორის არიან: “აგრიჯორჯია” (Ferrero), “ალიანსი-საქართველო” (Grandi Molini Italiani), “”A.M.P.-საქართველო” (Carpisa), “არგო” (Barilla), “ბიბი-კომპანი” (Lavazza), “კოინკაზა”, “Gasolf” (Marella), “ჯეო-კოპი” (Ponti), “ჯორჯიტა”, “გუდვილი”, “ჯითექსი” (OVS და Lotto); “იბერია ბიზნეს გრუფი” (Benetton), “ნიუ იტალმობილი”, “პრიმალინეა” (Bioline Jato), “იამამაი”.

foto1

foto2

foto3

foto4