ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური წვლილი თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაში

იტალიის საელჩო წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობას მიიღებს ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ორგანიზებით.
ბაზრობა გაიმართება შაბათს, 29 ნოემბერს 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე, თბილისში, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”.
იტალიის გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისში წარმოდგენილი სხვა ქვეყნების საელჩოები და მრავალრიცხოვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები.
შემოსული თანხა სრულად მოხმარდება IWA-ს საქველმოქმედო პროექტებს.
იტალიურ სტენდზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დონორების მიერ გულუხვად მოწოდებული პროდუქციის ფართო არჩევანი.
შეგროვებული თანხების თვალსაზრისით, გასულ წელს იტალიის საელჩოს სტენდი ერთ-ერთი პირველი იყო.
გელით ყველას!