ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოს კომერციული ატაშეს მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის “რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივის” პრეზენტაციაში


გასულ 17 ნოემბერს საელჩოს კომერციულმა ატაშემ ფაბრიციო ბოვინომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის “რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივა: კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის” პრეზენტაციაში, რომელიც საქართველოს მიეძღვნა.
გლობალური და რეგიონული ტენდენციების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას უძღვებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, წელს და, აგრეთვე, 2015 წელს, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5%-ით გაიზრდება.
პრეზენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
http://www.imf.org/external/country/GEO/rr/2014/111714.pdf