30 სექტემბრიდან (სამშაბათი) 3 ოქტომბრამდე (პარასკევი) თბილისში იმყოფებოდნენ სს Selex ES-ის წარმომადგენლები. სს Selex ES წარმოადგენს ჯგუფი Finmeccanica-ს კომპანიას, რომელიც მსოფლიო ლიდერია მაღალი ტექნოლოგიების სისტემებისა და სენსორების წარმოებაში.
ვიზიტის მიზანი იყო სს Selex ES-ის პროდუქციის გაცნობა ქართული ინსტიტუციებისათვის. გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდა ქართულ კომპანია “საქაერონავიგაციას”, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვას ახორციელებს. 2004 წელს აღნიშნულ კომპანიასა და სს Selex ES-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება “მიწა-ჰაერის” ტიპის რადიოკომუნიკაციის სისტემებისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონტროლის კოშკისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების თაობაზე.