გასულ 29 მაისს საელჩოს კომერციულმა ატაშემ, ფაბრიციო ბოვინომ მონაწილეობა მიიღო იტალიის მიმართულებით ტურიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, კერძოდ: Alitalia-ს, კურორტების Forte Village-ისა და Castel Monastero-ს, ტუროპერატორის Norma Vacanze-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციებში.
ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იყო Alitalia-ს, Eleganzia Hotels & Spas-ასა და Norma Vacanze-ს მიერ, დაესწრნენ მრავალრიცხოვანი ქართული ტურისტული სააგენტოები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, ტურისტული მომსახურების პაკეტებში ჩართონ აღნიშნული იტალიური მარშრუტები.
უდავოა, რომ ამ პრეზენტაციამ თავისი წვლილი შეიტანა საქართველოში იტალიის, როგორც ტურისტული მიმართულების, მხარდაჭერაში.