გასულ 13 მაისს საელჩოს კომერციულმა ატაშემ ფაბრიციო ბოვინომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაში “DCFTA: მოლოდინი, ბენეფიტები და გამოწვევები”.
პრეზენტაციას უძღვებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. მისი თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (რომლის ხელმოწერა იგეგმება 27 ივნისს ქ. ბრიუსელში) დაკავშირებული და კომპანიებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე: www.economy.ge/ge/dcfta.
აღნიშნული ინფორმაცია ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ ენაზე. უახლოეს ხანში გამოქვეყნდება მისი ინგლისურენოვანი ვერსია.