ადამიანთა სახეები და ფიგურები
ძვ.წ. III-II საუკუნეებში კიუზის არეალისთვის დამახასიათებელი ნაკეთობები იყო ცხედრის ფერფლის შესანახი ურნები, რომლებიც ალებასტრის, ტრავერტინისა და თიხისგან მზადდებოდა. ეს ურნები შედგებოდა ოთხკუთხედი ყუთისგან (წინა მხარე სხვადასხვა ტიპის გამოსახულებებით შემკული) და სარქვლისგან ქალის ან მამაკაცის სკულპტურული გამოსახულებით. ურნების სარქვლები საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ კიუზის მცხოვრებლების სახის ნაკვთები მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ნაკეთობებში პორტრეტული გამოსახულებები ნაკლები ოსტატობითაა შესრულებული. […]
Წაიკითხე მეტიდამწერლობა
ანბანური დამწერლობა ეტრურიაში ძვ.წ. VIII საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, როდესაც ეტრუსკებმა გადმოიღეს პითეკუზის დამაარსებელი ზღვაოსნების ბერძნულ-ევბეური ანბანის ასო-ნიშნები. ეტრურიაში დამწერლობის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზთაგანი იყო ვაჭრობის გამარტივებისკენ მიმართული კომერციული მოთხოვნილებები, რომლებსაც ახალი წეს-ჩვეულებების მიმართ მუდამ კეთილგანწყობილი მმართველი არისტოკრატია უწყობდა ხელს. ეტრუსკები წერდნენ მარჯვნიდან მარცხნივ. ჩვენამდე მოაღწია ძვ.წ. VIII-II საუკუნეებით დათარიღებულმა 12 000-მდე წარწერამ, რომელთა წაკითხვა შესაძლებელია […]
Წაიკითხე მეტიეტრუსკები – ნაოსნები და ვაჭრები
წყაროების უმრავლესობა ეტრუსკებს „ზღვის მბრძანებლებად“ („თალასოკრატებად“) მოიხსენიებს და მოგვითხრობს, რომ ტირენიის ზღვის სახელწოდება ეტრუსკების (Tyrrhenoi) ბერძნული სახელწოდებისგან მომდინარეობს, ადრიატიკის ზღვის სახელი კი – ქალაქ ადრიიდან, რომელიც მდინარე პოს დაბლობის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ტირენული ზღვაოსნობის შესახებ უამრავი წყარო არსებობს: ხომალდების ნაშთები და გამოსახულებები შესაძლებლობას გვაძლევს აღვადგინოთ იმ იალქნიანი და კარგად აღჭურვილი ხომალდების პირვანდელი სახე, რომლებიც როგორც სავაჭრო, […]
Წაიკითხე მეტიპირველად საქართველოში: ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენა
თბილისში იტალიის საელჩო აგრძელებს ფასდაუდებელი იტალიური კულტურული მემკვიდრეობის წარდგენას საქართველოში. ანტიკური რომისა და პომპეის დიდი არქეოლოგიური გამოფენების შემდეგ, საქართველოში პირველად გაიმართება გამოფენა „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“, რომელიც მოიცავს გასაოცარ არქეოლოგიურ მასალას იტალიის სამი მუზეუმიდან (კიუზის ეტრუსკული, კიანჩანო ტერმეს არქეოლოგიური და ფლორენციის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმების კოლექციებიდან). ექსპოზიცია მნახველს სთავაზობს, იმოგზაუროს იდუმალებით აღსავსე […]
Წაიკითხე მეტიიტალიური მონაწილეობა თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე
საქართველოში იტალიის საელჩოსა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული თანამშრომლობა გრძელდება: საქართველოს უმნიშვნელოვანესი კინემატოგრაფიული ღონისძიების სექციაში „ევროპული ფილმის თვე“ ნაჩვენები იქნება კრიტიკოსების მიერ იტალიური კინოს „enfant terrible”-ად აღიარებული ახალგაზრდა იტალიელი რეჟისორის, პროდიუსერისა და სცენარისტის, ალენ პარონის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „უსასრულო კვირადღე“. წლევანდელ ვენეციის კინოფესტივალზე არაერთი პრემიით დაჯილდოებული ფილმი მოგვითხრობს რომთან ახლოს, პროვინციაში მცხოვრები სამი მოზარდის ამბავს, […]
Წაიკითხე მეტიიტალიური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანის კანდიდატია
იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტყეების სამინისტრომ (მინისტრ ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას სახით) და იტალიის კულტურის სამინისტრომ (მინისტრ ჯენარო სანჯულიანოს სახით), 23 მარტს იტალიური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში კანდიდატად წარადგინეს. იტალიური სამზარეულო მხოლოდ კერძები, ან რეცეპტების ნაკრები არ არის, ის სოციალური ჩვევებისა და ტრადიციების ერთობლიობაა, იტალიელი ხალხის კოლექტიური რიტუალი, რომლისთვისაც საკვები კულტურული იდენტობის ნაწილს […]
Წაიკითხე მეტიღონისძიებები, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მერვე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გაიმართება (13-19 ნოემბერი)
13-19 ნოემბერს იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული გაიმართება. კვირეული იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით წელს უკვე მერვედ იმართება და მისი მიზანია იტალიის კულინარიული ტრადიციების, ენოგასტრონომიული ცოდნისა და გამორჩეული იტალიური ნაწარმის პოპულარიზაცია. კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები არა მხოლოდ იტალიური კულინარიული ტრადიციებისა და შესანიშნავი რეცეპტების, არამედ იტალიური ინგრედიენტების მრავალფეროვნებისა და უნიკალური გემოების წარმოჩინებასაც ისახავს მიზნად. […]
Წაიკითხე მეტიპრემია “L’innovazione che parla italiano”
იტალის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ქვეყნის სისტემის პოპულარიზაციის გენერალურმა დეპარტამენტმა და PNI Cube-მა (იტალიის საუნივერსიტეტო ინკუბატორებისა და ინოვაციური საწარმოების ასოციაციამ) დააფუძნეს პრემია L’innovazione che parla italiano” იტალიის მოქალაქეების მიერ უცხოეთში შექმნილი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. პრემია (საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გაცემული დიპლომი და მედალი) გამარჯვებულ სტარტაპს გადაეცემა სამეცნიერო ატაშეების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც […]
Წაიკითხე მეტიპრემია “Italian Bilateral Scientific Cooperation Award”
იტალის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ დააფუძნა პრემია “Italian Bilateral Scientific Cooperation Award”, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო საქმიანობით გამორჩეული ახალგაზრდა იტალიელი მეცნიერ-მკვლევარებისთვის (მაქსიმალური ასაკი: 35 წელი), რომლებმაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში და ასევე, უცხოეთსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იტალიის თანამშრომლობის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. პრემია (საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გაცემული დიპლომი და მედალი) […]
Წაიკითხე მეტიმარიო ბიონდის სოული თბილისში
თბილისის კულტურული ცხოვრების წლევანდელი საშემოდგომო სეზონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც “თაგის არტის” ორგანიზებითა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება: სახელგანთქმული იტალიელი მომღერლისა და კომპოზიტორის, მარიო ბიონდის ტურნეს ევროპის ქალაქებში საქართველოს დედაქალაქიც დაემატა. მომღერალს წარდგენა არ სჭირდება: მარიო ბიონდი იტალიასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული იტალიელი პოპ, ჯაზ და სოულ მომღერალია – მისი მუსიკალური კარიერა მოიცავს […]
Წაიკითხე მეტი