ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
8 დეკემბერი 2023
იტალიელი რეჟისორის, პუპი ავატის მიერ დანახული ნამდვილი დანტე ალიგიერი

იტალიის საელჩო საქართველოში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან თანამშრომლობით, იტალიური კინოსა და ლიტერატურის მოყვარულებს სთავაზობს არაერთი კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელი იტალიელი რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის, პუპი (ჯუზეპე) ავატის ფილმის “დანტე” ჩვენებას. ფილმი სერჯო კასტელიტოს, ალესანდრო სპერდუტის, ენრიკო ლო ვერსოსა და კარლოტა გამბას მონაწილეობით, გადაღებულია ჯოვანი ბოკაჩოს წიგნის მიხედვით, რომელმაც 1350 წელს დანტეს ქალისშვილის მოძებნა გადაწყვიტა, იმოგზაურა […]

Წაიკითხე მეტი
5 დეკემბერი 2023
მედეა ეტრურიაში

მედეას შესახებ მითი ამოუწურავია. ძველი ბერძნული ნაწარმოებებით დაწყებული, მითმა ჩვენამდე მრავალი ლიტერატურული, მხატვრული, მუსიკალური თუ კინემატოგრაფიული ინტერპრეტაციით მოაღწია. მედეას ისტორიას, რომელიც იასონსა და არგონავტებთან არის დაკავშირებული, ყველა მითის მსგავსად მრავალი ვერსია ჰქონდა და მათ თავდაპირველად მოგზაური მომღერლები – აედები ავრცელებდნენ. მოგვიანებით, როცა იწყება ლიტერატურულ ნაწარმოებში მითების წერილობითი ფიქსაცია, ყველაზე ფართოდ გავრცელდა ევრიპიდეს ვერსია, რომელმაც თავის […]

Წაიკითხე მეტი
5 დეკემბერი 2023
არგონავტების მითი ეტრუსკულ სამყაროში

არგონავტების მოგზაურობას და მითის წარმოშობას საფუძვლად დაედო შორეული საზღვაო ნაოსნობისა და შორეული მიწებისადმი ინტერესი. კოლხეთის წყალუხვი და ნაყოფიერი მიწები, სადაც ლითონი, უპირველესად კი ოქრო, დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა, ოდითგანვე იზიდავდა დასავლეთით მცხოვრებ ხალხებს. კოლხეთში მათ ხვდებოდათ განვითარებული საზოგადოება, რომელსაც საკუთარი რესურსების მართვისა და მომგებიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების უნარი შესწევდათ. ეტრუსკულ სამყაროში ზეპირსიტყვიერების მეშვეობით გავრცელებული არგონავტების მითის […]

Წაიკითხე მეტი
5 დეკემბერი 2023
მითების სამყარო ეტრურიაში

ძვ.წ. III-II საუკუნეებში დამზადებულ ფერფლის შესანახ ურნებზე არსებულ გამოსახულებებში ცხადად ჩანს ბერძნული მითის გარდასახვა ეტრუსკული კონტექსტის შესაბამის სიუჟეტად. ამასთანავე, ჩნდება მთელი რიგი სცენებისა, რომლებიც ადგილობრივ მითებს შეიძლება უკავშირდებოდეს. ყველა თემაში გვხვდება დემონების ფიგურები, რომლებიც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის კავშირს გამოხატავენ. ფერფლის შესანახ ოლებსა (ჭურჭელი) თუ საფლავთა ნიშების სახურავ ფილებზე დატანილი წარწერები კიუზიში დამწერლობის ფართოდ გავრცელებას […]

Წაიკითხე მეტი
5 დეკემბერი 2023
რუზინას გვარის სამარხი

კიუზის მახლობლად, ლე ტასინაიეში აღმოჩენილი სამარხი გვაწვდის გარკვეულ ცნობებს ოჯახური კავშირებისა და სოციალურ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ. სამარხი შედგებოდა გრძელი დერეფნისგან, რომლის ერთ მხარეს ნიშების რიგი იყო განლაგებული, მოპირდაპირე მხარეს კი – ორი სათავსო, ნიში და მომცრო ზომის ოთახი დერეფნის სიღრმეში. ცხედრის ფერფლის შესანახი ურნები ნიშებში იყო მოთავსებული. ყველაზე ძველი ურნა ტრავერტინისაა, ყველა დანარჩენი კი – ტერაკოტის. […]

Წაიკითხე მეტი
5 დეკემბერი 2023
კანოპა

კანოპა ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში კიუზის არეალში გავრცელებული ოვალური ფორმის თიხის ჭურჭელია ადამიანის თავის ფორმის სარქვლით, რომელიც ცხედრის ფერფლისთვის იყო განკუთვნილი. დროთა განმავლობაში ეს ჭურჭელი სულ უფრო მეტად იძენდა ანთროპომორფულ იერს. მიცვალებულის სქესის ხაზგასასმელად ადამიანის თავის ფორმის სარქველზე სახის ნაკვთები გამოყვანილი იყო გრავირებით ან პლასტიკური დეტალებით. ფიგურას ბრინჯაოს ან ოქროს საყურისთვის ყურის ბიბილოც კი ჰქონდა გახვრეტილი. […]

Წაიკითხე მეტი
5 დეკემბერი 2023
კიუზის მცხოვრებლები და მიცვალებულის კულტი

კიუზის მცხოვრებლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მიცვალებულის კულტს, რომელიც სამარხის გარკვეულ ტიპს, დაკრძალვის წესსა და რიტუალს გულისხმობდა. ვილანოვის პერიოდში კიუზიში, ისევე როგორც მთელ ეტრურიაში, გავრცელებული იყო კრემაცია. ფერფლს ათავსდებდნენ გეომეტრიული ორნამენტით შემკულ ბიკონუსური ფორმის ჭურჭელში. ურნები კიუზიში ანთროპომორფული ხდება, რაც ადგილობრივად გავრცელებული ჭურჭლის ტიპის – კანოპების გავლენის შედეგი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ძვ.წ. V საუკუნეში, ეს ტენდენცია […]

Წაიკითხე მეტი
5 დეკემბერი 2023
საბანკეტო ჭურჭლის ნაკრები: ბრინჯაო და ბუკერო

ძვ.წ. VII  საუკუნის  დასასრულიდან  სამარხებში  ჩნდება  ახალი  ტიპის  ჭურჭელი, რომელსაც  ეტრურიის  მმართველი არისტოკრატიული ფენა ნადიმებზე იყენებდა. ესენია ამფორები, დოქები, ბრინჯაოსა და ბუკეროს თასები. ძვ. წ. VI საუკუნიდან ასევე დიდი რაოდენობით იწარმოება დაკრძალვის რიტუალთან დაკავშირებული ბრინჯაოს მაღალმხატვრული ნაკეთობები, რომლებიც სერვიზად ერთიანდებოდა და დაკრძალვის შემდგომ ბანკეტებზე იხმარებოდა. მაგ. ასეთებია: ღვინის დოქი (oinochoia) და მისი თანმხლები თასი; ღვინის […]

Წაიკითხე მეტი
5 დეკემბერი 2023
ბანკეტი (ამქვეყნად და იმქვეყნად)

ძვ.წ. VII საუკუნის პირველი ნახევრიდან ეტრურიის მმართველ ელიტაში ბერძნული და ახლო აღმოსავლეთის კულტურული ელემენტების გავლენით ვრცელდება ცხოვრების არაერთი ახალი წესი, რომელთა შორის ერთ-ერთია ბანკეტი – ეტრუსკებისთვის ღვინის სმასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სოციალური რიტუალი. როგორც ამას სამარხების მოხატულობა მოწმობს, ძვ. წ. VI საუკუნიდან ნადიმში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. გამოსახულებებზე მათ ვხედავთ ძვირფას ტახტებზე წამოწოლილებს და […]

Წაიკითხე მეტი
5 დეკემბერი 2023
ქალთა სამყარო – „მშვენიერი ქალის სამარხი“

წარმოდგენა ეტრუსკ ქალებზე დიდი ხნის განმავლობაში დაკავშირებული იყო მათ მიმართ ანტიკური ხანის მწერლების უარყოფით დამოკიდებულებასთან. სინამდვილეში, ანტიკური ხანის სხვა საზოგადოებებთან შედარებით, ეტრუსკი ქალები უფრო განვითარებულნი იყვნენ, საზოგადოებაში პრესტიჟული პოზიცია ეჭირათ და, როგორც ამას ეპიგრაფიკული წყაროები მოწმობს, საკუთარი სახელი ჰქონდათ ძველი რომაული სამყაროსგან განსხვავებით, სადაც ქალი ოჯახის გვარით მოიხსენიებოდა. მეტიც, ბევრ წარწერაში მოცემულია მამისა და დედის […]

Წაიკითხე მეტი