ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
7 აგვისტო 2023
სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის ანტონიო ტაიანის მიმართვა

67 წელი გავიდა მარსინელის ტრაგედიის შემდეგ. 1956 წლის 8 აგვისტოს ბუა-დე-კაზიერის მაღაროში (ბელგია) მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა სხვადასხვა ეროვნების 262 მაღაროელი, მათ შორის 136 იტალიელი. “სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღესთან” დაკავშირებით, რომელიც სამშობლოსა თუ უცხოეთში სამუშაო ადგილას ტრაგიკულად დაღუპული თანამემამულეების მოსაგონრად დაწესდა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ […]

Წაიკითხე მეტი
7 აგვისტო 2023
2023 წლის 3 აგვისტოდან ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრების, ქაღალდის ძველი ბინადრობის მოწმობების მოქმედების ვადის შეწყვეტა.

2023 წლის 3 აგვისტოდან, 2019/1157 რეგულაციის (EU) მე-8 მუხლის შესაბამისად, რომელიც შეიცავს დებულებებს ევროკავშირის მოქალაქეებზე და მათი ოჯახის წევრებზე გაცემული პირადობისა და ბინადრობის მოწმობების უსაფრთხოების გაძლიერებიასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრების ბინადრობის ძველი მოწმობები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ახალ მოთხოვნებს, აღარ მოქმედებს. იმ დოკუმენტებს შორის, რომლებიც 3 აგვისტოდან აღარ მოქმედებს, არის ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის ბინადრობის […]

Წაიკითხე მეტი
3 აგვისტო 2023
სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სწავლისთვის

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს 9 სტიპენდიას საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლისათვის (2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 ივნისამდე პერიოდში). თითოეული სტიპენდიის ხანგრძლივობა 6 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს. კანდიდატურის წარდგენის ვადაა 2023 წლის 5 ოქტომბერი. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტის […]

Წაიკითხე მეტი
2 აგვისტო 2023
სამცხე-ჯავახეთის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისია

დასრულდა სამცხე-ჯავახეთის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტის მეხუთე ეტაპი, რომელსაც ხელმძღვანელობენ პროფ. ვახტანგ ლიჩელი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/საქართველოს არქეოლოგიური ასოციაცია), თორნიკე ჩილინგარაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პროფ. რობერტო დანი (ISMEO, იტალიის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაცია). იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაციის […]

Წაიკითხე მეტი
1 აგვისტო 2023
ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი: ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის 2023 წლის არქეოლოგიური მისია დასრულდა

ერთთვიანი კვლევითი სამუშაოების შემდეგ, დასრულდა ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია, რომელიც ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტის (GILAP) ფარგლებში ხორციელდებოდა. მეცნიერთა ჯგუფმა, ლაგოდეხის მუზეუმთან თანამშრომლობით, დაამთავრა ჭიაურის არქეოლოგიურ ლოკაციასა და ზოგადად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მასალის აღრიცხვა-დოკუმენტირება. ასევე, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივად, ჩატარდა ალაზნის ველის გეოარქეოლოგიური კვლევა. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ანანაურის ერთ-ერთი ყორღანის […]

Წაიკითხე მეტი
26 ივლისი 2023
გრძელდება იტალიის საელჩოს ძალისხმევა უმაღლესი განათლების დარგში იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად

გუშინ გაიმართა საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრისა (IEC) და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს (CRUI) ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებული სტუდენტების წარდგენა. პროგრამა, რომელიც 2018 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, იტალიის მთავრობის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფილ სტიპენდიებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის იტალიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებისა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს. ღონისძიებაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გიორგი […]

Წაიკითხე მეტი
26 ივლისი 2023
ჟურნალ “Domus”-ის ქართულენოვანი გამოცემის მეოთხე ნომრის პრეზენტაცია

21 ივლისს თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრში, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული იტალიური ჟურნალი “Domus”-ის ქართულენოვანი გამოცემის მეოთხე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად, Domus-ის ინტერაქტიული დიალოგისთვის შექმნილი პლატფორმა “Futures”-ის ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა შედგა. როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი და საზოგადოების მდგრადი განვითარება მიმდინარე კლიმატური ცვლილებების ფონზე, როგორი იქნება მომავლის არქიტექტურა, ახალი […]

Წაიკითხე მეტი
25 ივლისი 2023
იტალიური ენის საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია დაწყებულია

დღეს, 17 ივლისს, გამოცხადდა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC ) მიერ ორგანიზებული იტალიური ენის საგნის გამოცდისათვის. რეგისტრაცია 2 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. მასწავლებელთა საგამოცდო სქემაში იტალიური ენის გამოცდის ჩართვა იტალიის საელჩოს მრავალწლიანი ძალისხმევისა და საქართველოს განათლების სფეროს კომპეტენტურ ინსტიტუციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგია, რაც საჯარო სკოლების იტალიური ენის მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. დეტალური […]

Წაიკითხე მეტი
13 ივლისი 2023
იტალიის რეზიდენციაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარის თანდასწრებით, იტალიური ენის მასწავლებლებისთვის საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა გამოცხადდა

გუშინ იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ იტალიის რეზიდენციაში იტალიური ენის, როგორც მეორე და მესამე უცხო ენის სწავლების პროგრამაში ჩართული სკოლების მასწავლებლებს უმასპინძლა. ელჩმა ვალვომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დირექტორმა სოფიო გორგოძემ და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი “მინერვა”-ს ხელმძღვანელმა […]

Წაიკითხე მეტი
10 ივლისი 2023
იტალიური კინოს მეექვსე მსოფლიო კვირეული

იტალიური კინოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროსა და იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივით იმართება და ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია, იტალიის საელჩო საქართველოში გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს “უმბერტო ეკო – სამყაროს ბიბლიოთეკა”. რეჟ. დავიდე […]

Წაიკითხე მეტი