ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
15 სექტემბერი 2023
თბილისში იტალიური ბაროკოსადმი მიძღვნილ კონცერტზე ბენედეტო მარჩელოს აქამდე უცნობი ნაწარმოებები შესრულდება

საქართველოში იტალიის საელჩომ და თბილისის ბაროკოს მე-9 ფესტივალმა, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში ბაროკოს მუსიკის ერთადერთ ფესტივალს წარმოადგენს, მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა: იტალიური ბაროკოსადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება, პირველად გაჟღერდება ბაროკოს ეპოქის გამორჩეული ვენეციელი კომპოზიტორის, ბენედეტო მარჩელოს აქამდე უცნობი მუსიკალური ნაწარმოებები. ორ კონცერტს ფაგოტისთვის, რომლებიც 300 წლის წინ დაიწერა და ახლახან იქნა აღმოჩენილი, […]

Წაიკითხე მეტი
15 სექტემბერი 2023
შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

კინემატოგრაფიული ზღაპარი, რომელიც სიღარიბისა და პროგრესის ფონზე იშლება, ერთი შეხედვით შორეული სამყარო, რთული და თითქმის წარმოსახვითი მეგობრობის ისტორია ახალგაზრდა პერსონაჟებს შორის, რომლებიც სიყმაწვილის ორ განსხვავებულ სახეს წარმოადგენენ: ლაზარე, ოციოდე წლის გლეხის ბიჭი, რომელიც იმდენად გულკეთილი და გულუბრყვილოა, რომ შეიძლება ჩერჩეტადაც კი მოგეჩვენოთ და ახალგაზრდა მარკიზი ტანკრედი, რომელიც დედამისის ძალაუფლების სიყვარულს უმხედრდება. სიცრუისა და საიდუმლოებების ფონზე […]

Წაიკითხე მეტი
30 აგვისტო 2023
დაუვიწყარი კონცერტები იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც წლების წინ სახელგანთქმული ქართველი მევიოლინის, ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა, ქართველ მსმენელს სთავაზობს შესანიშნავ მუსიკალურ საღამოებს ახალგაზრდა და ნიჭიერი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით. საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული, რიგით მე-15 ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კიდევ ორი კონცერტი გაიმართება: 22 სექტემბერს (დასაწყისი: 20:00სთ) ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზებს” […]

Წაიკითხე მეტი
29 აგვისტო 2023
შეტყობინება იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება იტალიის მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებში

გაცნობებთ, რომ შეტყობინებები იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებებების დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებში იტალიის მონაწილეობას, ხელმისაწვდომია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდზე: https://www.esteri.it/it/trasparenza_comunicazioni_legali/sovvenzioni_contributi_sussidi_vantaggi_economici/criterimodalita/ გაცნობებთ, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში სათაო ოფისის მქონე სუბიექტის შემთხვევაში, მოთხოვნა წარდგენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ტერიტორიისთვის კომპეტენტური იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით (საქართველოს […]

Წაიკითხე მეტი
23 აგვისტო 2023
იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა მონაწილეობს ორ კონცერტში, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, წინანდლის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება

საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში იტალიელი ხელოვანების მონაწილეობა თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გრძელდება. წინანდლის ფესტივალის მეხუთე სეზონის ფარგლებში გაიმართება ორი კონცერტი ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორის, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორისა და წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორის, ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით. 31 აგვისტოს, ფესტივალის გახსნით კონცერტზე, რომელზეც შუმანისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები […]

Წაიკითხე მეტი
15 აგვისტო 2023
მილანი-კორტინა 2026: ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები

1956 წელს კორტინაში გამართული ოლიმპიური თამაშებიდან 70 წლის შემდეგ, ხოლო ტურინის ოლიმპიადიდან 20 წლის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები იტალიაში ბრუნდება: რიგით 25-ე ზამთრის ოლიმპიადას ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი, მილანი და კორტინა უმასპინძლებს და, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებთან და ტრენტოსა და ბოლცანოს ავტონომიურ პროვინციებთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა და […]

Წაიკითხე მეტი
11 აგვისტო 2023
პროექტი “გლობალური განათლება და საერთაშორისო უმაღლესი განათლება იტალიის ისტორიული დასახლებებისა და კულტურისა და ხელოვნების ქალაქების შესწავლის სფეროში”

იტალიის სხვადასხვა უნივერსიტეტი გთავაზობთ ახალ ინგლისურენოვან კურსებს, რომლებიც მდგრადი განვითარების დარგში კვლევათა საუნივერსიტეტო ცენტრის (CIRPS), International Education Partners-ისა (IEP) და ეროვნულ ასოციაცია “Borghi più belli d’Italia”-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში (“გლობალური განათლება და საერთაშორისო უმაღლესი განათლება იტალიის ისტორიული დასახლებებისა და კულტურისა და ხელოვნების ქალაქების შესწავლის სფეროში”) ტარდება. კურსების ჩამონათვალის სანახავად დააჭირეთ აქ.კატალოგის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ.

Წაიკითხე მეტი
7 აგვისტო 2023
სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის ანტონიო ტაიანის მიმართვა

67 წელი გავიდა მარსინელის ტრაგედიის შემდეგ. 1956 წლის 8 აგვისტოს ბუა-დე-კაზიერის მაღაროში (ბელგია) მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა სხვადასხვა ეროვნების 262 მაღაროელი, მათ შორის 136 იტალიელი. “სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღესთან” დაკავშირებით, რომელიც სამშობლოსა თუ უცხოეთში სამუშაო ადგილას ტრაგიკულად დაღუპული თანამემამულეების მოსაგონრად დაწესდა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ […]

Წაიკითხე მეტი
7 აგვისტო 2023
2023 წლის 3 აგვისტოდან ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრების, ქაღალდის ძველი ბინადრობის მოწმობების მოქმედების ვადის შეწყვეტა.

2023 წლის 3 აგვისტოდან, 2019/1157 რეგულაციის (EU) მე-8 მუხლის შესაბამისად, რომელიც შეიცავს დებულებებს ევროკავშირის მოქალაქეებზე და მათი ოჯახის წევრებზე გაცემული პირადობისა და ბინადრობის მოწმობების უსაფრთხოების გაძლიერებიასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრების ბინადრობის ძველი მოწმობები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ახალ მოთხოვნებს, აღარ მოქმედებს. იმ დოკუმენტებს შორის, რომლებიც 3 აგვისტოდან აღარ მოქმედებს, არის ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის ბინადრობის […]

Წაიკითხე მეტი
3 აგვისტო 2023
სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სწავლისთვის

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს 9 სტიპენდიას საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლისათვის (2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 ივნისამდე პერიოდში). თითოეული სტიპენდიის ხანგრძლივობა 6 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს. კანდიდატურის წარდგენის ვადაა 2023 წლის 5 ოქტომბერი. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტის […]

Წაიკითხე მეტი