ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

Musei italiani, მობილური აპლიკაცია, რომელიც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენას გაგიადვილებთ

Musei italiani-versione ridimensionata

იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა აპლიკაცია მობილური მოწყობილობებისთვის „Musei italiani” („იტალიის მუზეუმები“), რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, გაეცნოს ინფორმაციას იტალიის 406 მუზეუმისა და არქეოლოგიური პარკის შესახებ და მარტივად შეიძინოს მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები.

აპლიკაცია, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია იტალიურ და ინგლისურ ენებზე, უახლოეს მომავალში გააერთიანებს იტალიის ყველა სახელმწიფო მუზეუმს და ასევე, ადგილობივი ინსტიტუციების, უნივერსიტეტების, ეპარქიებისა თუ კერძო მფლობელობაში არსებულ კულტურულ ობიექტებს. გარდა ამისა, აპლიკაციას მალე დაემატება ისეთი სერვისები, როგორიცაა მრავალფეროვანი სამუზეუმო მარშრუტები, აუდიო და ვიდეოგიდები.

აპლიკაციის გადმოწერა უფასოდ შესაძლებელია Google Play Store-ისა და App Store-ის პლატფორმებიდან.