2023 წლის 3 აგვისტოდან, 2019/1157 რეგულაციის (EU) მე-8 მუხლის შესაბამისად, რომელიც შეიცავს დებულებებს ევროკავშირის მოქალაქეებზე და მათი ოჯახის წევრებზე გაცემული პირადობისა და ბინადრობის მოწმობების უსაფრთხოების გაძლიერებიასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრების ბინადრობის ძველი მოწმობები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ახალ მოთხოვნებს, აღარ მოქმედებს.
იმ დოკუმენტებს შორის, რომლებიც 3 აგვისტოდან აღარ მოქმედებს, არის ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის ბინადრობის ძველი ქაღალდის მოწმობა, შესაბამისად, აღნიშნული მოწმობების მფლობელებმა საზღვრის გადაკვეთისთვის უნდა მიიღონ ვიზა, თუკი მათი ეროვნება ექვემდებარება ვიზის მოთხოვნას.
უფრო ზუსტად კი, განმცხადებლებს, რომლებიც ექვემდებარებიან ვიზის მოთხოვნას, რომლებსაც მიღებული აქვთ ევროკავშირის ოჯახის წევრის სტატუსი, გაიცემა “C” ტიპის ვიზა-ტურისტული/ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრი, მხოლოდ გარე საზღვრების გადაკვეთის მიზნით. თუ მათი მოქალაქეობა მიეკუთვნება შენგენის ვიზის მოთხოვნიდან გათავისუფლებული ქვეყნის მოქალაქეობას, მათ შორის საქართველოს, იტალიაში დასაბრუნებლად შეუძლიათ იმოგზაურონ ვიზის გარეშე. დაბრუნებისას მათ უნდა მიმართონ შესაბამის კომპეტენტურ სამსახურს ახალ ბინადრობის მოწმობის მისაღებად, რომელიც შეესაბამება ახალ მოთხოვნებს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც უკვე მოითხოვეს ახალი ბინადრობის მოწმობა და არიან მისი მიღების მოლოდინში, შეუძლიათ დაბრუნდნენ იტალიაში პირდაპირი რეისით, ბინადრობის მოწმობის განახლების მოთხოვნის დამადასტურებელი ქვითარის (ricevuta) წარდგენის საფუძველზე.