ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საქართველოს შრომის კოდექსი. იტალიელი იურისტების მიერ შემუშავებული კომენტარის წარდგენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა “საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის” პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული კომენტარის შექმნაში მონაწილეობას ორი იტალიელი იურისტი იღებდა – პროფ. ანდრეა ბორონი ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტიდან და პროფ. ფრანჩესკო ბაკინი მილანის ბიკოკას უნივერსიტეტიდან. თავდაპირველად ნაშრომი ინგლისურ ენაზე დაიწერა, ახლა კი უკვე ხელმისაწვდომია მისი ქართული ვერსიაც. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები. “შრომის კოდექსის რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე და, ასევე, ინვესტიციების მოზიდვისათვის”, – აღნიშნა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ. იტალიის ელჩმა ისაუბრა იტალიის მთავრობის მიერ წამოწყებულ ბოლოდროინდელ „Jobs Act”-ის ინოვაციურ როლზეც. „ვინაიდან შრომის რეფორმა სოციალური თვალსაზრისით ფაქიზი თემაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალი ნორმატივები აქტიური საჯარო განხილვის საგნად იყოს მათ მიღებამდე და მიღების მერეც. რაც უფრო მეტად გაიზიარებენ რეფორმას, მით უფრო თანმიმდევრული იქნება ეს რეფორმა ეკონომიკურ-სოციალური ეფექტურობის თვალსაზრისით და მით უფრო მარტივად მოხდება მისი განხორციელება და შესაძლო გაუმჯობესება მომავალში. აქედან გამომდინარე, შრომის კოდექსის კომენტარი, რომელიც ავტორებმა იტალიის პარლამენტშიც წარადგინეს, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში გატარებული რეფორმების შესაფასებლად”, – განაცხადა იტალიის ელჩმა საქართველოში.

3 modif

5 modif

6 modif