14 ოქტომბერს იწყება იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს და კრუსკას აკადემიის ინიციატივითა და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება და მისი მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. წლევანდელი კვირეული ეძღვნება თემას „იტალიური ენა და წიგნი: სამყარო სტრიქონებს შუა“.
8 ოქტომბერს, 14:30სთ-ზე (იტალიის დროით), იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართება კვირეულის პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ანტონიო ტაიანი მიიღებს.
პრეზენტაციის ნახვა შესაძლებელი იქნება ლაივსტრიმის რეჟიმში ბმულზე: https://youtube.com/live/Ic66j0bjgGY?feature=share
#SLIM2024
#linguaitaliana
#ilmondofralerighe