ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

63 თვის რაოდენობის სასწავლო სტიპენდია 2024-2025 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2024 წლის 14 ივნისის 16:00სთ-მდე (საქართველოს დროით)

tocco

გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2024-2025 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 63 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიის ოდენობა თვიურად 1000 ევროს შეადგენს.

სამაგისტრო პროგრამებისთვის, AFAM-ს კურსებისთვის, დოქტორანტურისთვისა და პროექტებისთვის თანახელმძღვანელობით, გაიცემა 9 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია, რომლის გაგრძელება მომდევნო აკადემიურ წელს შეეძლებათ მრავალწლიანი ხანგრძლივობის კურსებზე ჩარიცხულ სტუდენტებს (9 თვიანი სტიპენდიის გამოყენება შესაძლებელია 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 31 ივლისამდე); ხოლო იტალიური ენისა და კულტურის კურსებისთვის გაიცემა 3 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია (მისი გამოყენება შესაძლებელია 2025 წლის 1 იანრიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე).

სასწავლო სტიპენდია გაიცემა შესარჩევი კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე, კანდიდატებთან გასაუბრებისა და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარებითი შეფასების შედეგად. უპირატესობა მიენიჭება იტალიის მთავრობის მიერ 2023-2024 წლისთვის გაცემული და გამოყენებული სტიპენდიის გაგრძელების მოთხოვნას.

მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2024 წლის 14 ივნისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით). პორტალზე დარეგისტრირებისთვის დააჭირეთ აქ.

წარმოდგენილი განაცხადების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის შემთხვევაში, შემფასებელ კომისიას უფლება აქვს, ჩაატაროს კანდიდატების წინასწარი შერჩევა და გასაუბრებაზე (ასევე, დისტანციურის სახით) მოიწვიოს მხოლოდ მოკლე სიაში წარმოდგენილი კანდიდატები.

დაგვიკავშირდით მხოლოდ და მხოლოდ ელ.ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: tbilisi.lettorato@esteri.it (იტალიურ ან ინგლისურ ენებზე).

იტალიურ ენაზე საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.