ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2), მათ შორის, იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი “Viareggio”-ს ვიზიტი ქ. ბათუმის პორტში

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები, რომლებიც შავ ზღვაში 2021 წლის 24 სექტემბრიდან იმყოფებიან, საქართველოს ქალაქ ბათუმის ნავსადგურში შემოვიდნენ.

შენაერთის შემადგენლობაში ხუთი ხომალდია: იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი “Viareggio”, ესპანური სამხედრო ფლაგმანი “ESPS Rayo”, თურქული “TCG Edincik” და ორი ხომალდი (რუმინული “ROS Lt. Lupu Dinescu” და ბულგარული “BGS Shkval”), რომლებიც ხომალდების ჯგუფს შავ ზღვაში შემოსვლის შემდგომ შეუერთდნენ.

ბათუმისა და სამსუნის (თურქეთი) პორტების ვიზიტის გარდა, ხომალდები საზღვაო პატრულირებას განახორციელებენ და ერთობლივ წრთვნებს ჩაატარებენ საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად.

1
იტალიას ეამაყება, რომ ამ სამ წელიწადში იტალიური ხომალდები მესამედ მონაწილეობენ ამგვარ საპორტო ვიზიტსა და საწრთვნელ აქტივობაში, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია (შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ოქტომბერში ხომალდი “Vesuvio”-სა და 2020 წლის აპრილში საფლაგმანო ხომალდი “Fasan”-ს ვიზიტების შემდეგ, რომლებიც საქართველოს ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში სტუმრობდნენ).

This site is registered on wpml.org as a development site.