ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

კლაუდიო ნოჩეს ფილმი კინოფესტივალზე “თაობა”

თბილისის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე მე-4 საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს „თაობა” მასპინძლობს, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის ფარგლებში, მასტერკლასებისა და სემინარების გარდა, 23 მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი საკონკურსო ფილმის ჩვენებაც იმართება, რომელშიც იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, კლაუდიო ნოჩეს ახალი კინოსურათი მონაწილეობს.

“Padrenostro” რეჟისორის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია და ავტობიოგრაფიულ ფაქტს ეფუძნება. ეს 10 წლის ბავშვის თვალით დანახული ისტორიაა, რომელიც უნივერსალურ თემებს – მეგობრობას, პიროვნების ზრდასა და მამა-შვილის სიყვარულს – ეხება. მამას შესანიშნავად ასახიერებს ცნობილი იტალიელი მსახიობი პიერფრანჩესკო ფავინო, რომელმაც ამ როლის შესრულებისთვის ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალის პრიზი მოიპოვა.