4 დეკემბერს თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ფესტივალის ევროპული კინოს ფორუმზე იტალია წარმოდგენილია 2017 წელს გადაღებული სამი ფილმით:
ანდრეა პალაოროს ფილმი “ჰანა” (მთავარ როლში შარლოტა რემპლინგი), რომლის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა. უამრავი საერთაშორისო ფესტივალის (მათ შორის, მარაკეშისა და პალმ სპრინგსის ფესტივალების) პრიზების მფლობელ იტალიელ რეჟისორს ქართველი მაყურებლისთვის წარდგენა არ სჭირდება – 2014 წელს მან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სერგო ფარაჯანოვის სახელობის ჯილდო მიიღო. ფილმი “ჰანა” ორჯერ იქნება ნაჩვენები: 5 დეკემბერს, 21:00 სთ-ზე კინოთეატრ “ამირანის” მე-3 დარბაზში (ფილმის ჩვენების შემდეგ თქვენ გელით შეხვედრა რეჟისორთან) და 7 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე კინოთეატრ “ამირანის” მე-2 დარბაზში.
იონას კარპინიანოს ფილმი “ჩამბრა“, რომლის პრემიერა შედგა კანის კინოფესტივალზე და ამჟამად წარდგენილია 2018 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე “საუკეთესო ფილმის” ნომინაციაში – ჩვენება გაიმართება 10 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე კინოთეატრ “ამირანის” მე-3 დარბაზში.
იტალიელი რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის, ლუკა გუადანინოს ფილმი “შენი სახელი დამიძახე“, რომელიც წარდგენილი იყო უამრავ კინოფესტივალზე (მათ შორის, ბერლინსა და ლონდონში) და ამჟამად ნაჩვენები იქნება თბილისში, 10 დეკემბერს, 21:00 სთ-ზე კინოთეატრ “ამირანის” 1 დარბაზში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან კინოთეატრ “ამირანის” სალაროებში.