ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიის მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები 2014-2015 აკადემიური წლისთვის (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2014 წლის 28 მაისი, 12:00სთ)

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია 2014-2015 აკადემიური წლისთვის სასწავლო სტიპენდიების შესახებ, რომელიც გამოყო იტალიის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ რეზიდენტი იტალიის მოქალაქეებისთვის.
სასწავლო სტიპენდიის მსურველთათვის სასარგებლო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
http://www.esteri.it/MAE/IT/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm, საიდანაც შესაძლებელია კონკურსის ოფიციალური შეტყობინების ჩამოტვირთვა.
იგივე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც:
http://www.esteri.it/MAE/EN/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm?LANG=EN
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადი ოფიციალური შეტყობინებით გათვალისწინებული ნებისმიერი ტიპოლოგიის სასწავლო სტიპენდიაზე. ყოველი სტიპენდია შეადგენს თვიურად 620 ევროს. საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 48 თვის რაოდენობის სტიპენდია.

შეგახსენებთ, რომ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ონლაინ რეჟიმში შევსებული ანკეტის სახით, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://borseonline.esteri.it. ანკეტის დამახსოვრებული საბოლოო ვერსიის გაგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 28 მაისი, ოთხშაბათი, შუადღე (იტალიის დროით).