2014 წლის 5 თებერვლის საღამოს რესტორან “Solemio”-ში გაიმართა სურსათის მწარმოებელი 19 იტალიური კომპანიის პრეზენტაცია და მათი პროდუქციის (ზეთის, ძეხვეულის, ყველის, ფქვილის, პასტას, ბრინჯის, ტომატ-პასტის, პომიდვრის, ბარდისა და ლობიოს კონსერვების, წყლის, ღვინის, ლიქიორებისა და ალკოჰოლური სასმელების) დეგუსტაცია.
ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო იტალიის საელჩოს მიერ “International Tasting Food”-თან თანამშრომლობით, მიზნად ისახავდა იტალიური სასურსათო პროდუქციის ხარისხისა და მრავალფეროვნების წარმოჩინება-გავრცელებას ქართულ სადისტრიბუციო კომპანიებს შორის და ახალი ურთიერთობების დამყარებას.
ღონისძიებას დაესწრნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი.
პრეზენტაცია გახსნა ელჩმა ფედერიკა ფავიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული მხარისთვის იტალიური კომპანიების შემოთავაზებების პოტენციალს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ასევე კომერციული თვალსაზრისით. მართლაც, ღონისძიებაში მონაწილე რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა საქართველოში აგროინდუსტრიულ სფეროში ინვესტიციების განხორციელების სურვილი. ამ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საელჩომ აღნიშნული კომპანიები შეახვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ქეთევან ბოჭორიშვილსა და თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლებს.
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელ.ფოსტის მისამართზე: commerciale.tbilisi@esteri.it
“Messenger”, 2014 წლის 7 თებერვალი, სურსათის მწარმოებელი 19 იტალიური კომპანია საქართველოში