იტალიელი მუსიკოსები ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მერვე საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ტარდება, 16-18 ოქტომბერს უჩვეულო ფორმატით გაიმართება. კონცერტების მოსმენა შესაძლებელი იქნება სატელევიზიო არხის PosTV-ის პირდაპირ ეთერში. 16 ოქტომბერს 20:00სთ-ზე თქვენ გელით ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ორი სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსი: ჯუზეპე ნოვა, შესრულების დახვეწილი მანერით გამორჩეული ფლეიტისტი და Alba Music […]
Წაიკითხე მეტიფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას დაბადების ასი წლისთავი
წელს ორი დიდი კინოხელოვანის, უმნიშვნელოვანესი იტალიელი რეჟისორის, ფედერიკო ფელინისა და პოეტის, მწერლისა და სცენარისტის, ტონინო გუერას დაბადების ასი წლისთავი აღინიშნება. მათი ერთობლივად შექმნილი ფილმები, რომლებიც მაშინვე იქცა კინოკლასიკად, მოგვითხრობს იტალიაზე, იტალიელებზე და რაც მთავარია, უბრალოდ, ადამიანებსა და მათ გრძნობებზე. ორი დიდი მაესტროს გასახსენებლად ჩვენი საელჩო, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს: 3 ოქტომბერს გაიხსნება […]
Წაიკითხე მეტისტიპენდია იტალიაში სასწავლებლად
გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2020-2021 აკადემიური წლისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ სტიპენდიის განახლება. საქართველოსთვის გამოყოფილია 1 (ერთი) ამგვარი სტიპენდია, რომლის ხანგრძლივობა 9 თვეს, რაოდენობა კი თვიურად 900 ევროს შეადგენს. სტიპენდიის გამოყენება შესაძლებელია 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 31 ივლისამდე. […]
Წაიკითხე მეტითბილისში იტალიის საელჩოს საქმიანობა
იტალიელი დიპლომატების საქართველოში მოღვაწეობის ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იწყება, როდესაც იტალიის სამეფომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარა და თბილისში პირველი დესპანი, ვიტორიო ჩერუტი მოავლინა. გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასრულებამდე თბილისში იტალიის სამეფოს საკონსულო მოქმედებდა. იტალია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, 1992 წლის 11 მაისს განახლდა, 2000 წელს კი თბილისში იტალიის საელჩო […]
Წაიკითხე მეტიონლაინ პორტალი Export.gov.it, რომელიც ექსპორტის ხელშეწყობის სერვისებთან გამარტივებული წვდომის მიზნით შეიქმნა
ამოქმედდა ონლაინ პორტალი Export.gov.it, რომლის მეშვეობით იტალიურ კომპანიებს ექსპორტის სფეროში გარკვევა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის სერვისებთან წვდომა გაუმარტივდებათ. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი პორტალი დამხმარე მექანიზმია როგორც იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უცხოურ ბაზარზე შესვლით, ასევე მათთვის, ვინც ამგვარ ბაზარზე უკვე წარმოდგენილია და ახლა ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. პორტალი შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს, უფრო […]
Წაიკითხე მეტიიტალიაში მოგზაურთათვის: გადმოწერეთ აპლიკაცია Immuni-App!
იმყოფებით უცხოეთში და იტალიაში შესვლას გეგმავთ?ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, რომელიც კოვიდ-19-ით დაინფიცირების პრევენციისთვის, პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის დაცვით შეიქმნა. აპლიკაცია Immuni-App უსაფრთხოდ მგზავრობისთვის და ჩვენი და ჩვენი ახლობლების დაცვისთვის აუცილებელი მექანიზმია.დეტალური ინფორმაციის მისაღებად (ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც) და აპლიკაციის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ.
Წაიკითხე მეტი#soundslikeaplacetobe: გავიცნოთ იტალია პეიზაჟის, კრეატიულობისა და პერფორმანსის ხელოვნების მეშვეობით
სექტემბრიდან იწყება პროექტი “Place To Be”, რომელიც იტალიის მუსიკალური ფესტივალების გაერთიანების (IMP) ინიციატივითა და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტი ფესტივალის #estateallitaliana-ს ფარგლებში ტარდება, რომელიც პოსტ-პანდემიურ პერიოდში იტალიური კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. პროექტი გთავაზობთ წარმოსახვით მოგზაურობას, სადაც ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ იტალიას მუსიკა და ხელოვნება გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში გამართული […]
Წაიკითხე მეტიპაქტი ექსპორტის მხარდასაჭერად, იტალიური კომპანიების ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი სტრატეგია
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა პოსტ-კრიზისულ პერიოდში იტალიური ნაწარმის ექსპორტის ხელშეწყობი ინოვაციური სტრატეგია – მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც იტალიური კომპანიების ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას ემსახურება. ინიციატივა ექვს მთავარ მიმართულებას მოიცავს: კომუნიკაციას (კერძოდ, კამპანიას “Nation branding”, რომლის მიზანია სხვადასხვა ეკონომიკური დარგების, განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა); კომპლექსურ პოპულარიზაციას (რაც გულისხმობს მთელ რიგ ინიციატივებს თანამედროვე […]
Წაიკითხე მეტისასარის უნივერსიტეტში დოქტორანტურის კურსებზე სწავლის შესაძლებლობა
დაიწყო სასარის უნივერსიტეტში XXXVI ციკლის (დასაწყისი: 2020 წლის 1 ნოემბერს) დოქტორანტურის 10 სხვადასხვა კურსზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა. სასარის უნივერსიტეტი დოქტორანტურის კურსებზე სწავლის მსურველებს 54 სასწავლო სტიპენდიას სთავაზობს. თითოეული სტიპენდიის ოდენობა წლიურად დაუბეგრავ 15.343,28 ევროს შეადგენს. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 3 აგვისტოს 13:00 საათამდე (იტალიური დროით), მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შემდეგ ბმულზე: https://uniss.esse3.cineca.it კონკურსისა […]
Წაიკითხე მეტიიტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტო ICE-ს თბილისის წარმომადგენლობა ხელახლა გაიხსნა
იტალიის საელჩო საქართველოში მოხარულია გაცნობოთ, რომ ხელახლა გაიხსნა იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტო ICE-ს თბილისის წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მდებარეობს და სააგენტოს ICE -ს ბაქოს ოფისს ექვემდებარება. ეს წარმომადგენლობა საქართველოში “იტალიური სისტემის” მნიშვნელოვანი დამხმარე რესურსია, რომელიც იტალიასა და კავკასიის რეგიონის ამ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების გაძლიერებას ემსახურება და ადასტურებს ქართული ეკონომიკის პოტენციალისა და ბაზრის […]
Წაიკითხე მეტი