იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის (2021 წლის 22-28 ნოემბერი) ფარგლებში გაიმართება. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და გამორჩეული იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას.
ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებას, გამოხატოთ თქვენი ინტერესი თანამშრომლობაზე ან დაფინანსებაზე და შეავსოთ შესაბამისი მოდულები (წინადადება თანამშრომლობაზე ან წინადადება დაფინანსებაზე).
ორივე შემთხვევაში, მოდულები უნდა გააგზავნოთ არაუგვიანეს 2021 წლის 15 ნოემბრის 12:00 საათისა (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it. ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნდა, გაცნობებთ, რომ თანამშრომლობაზე და დაფინანსებაზე წინადადებების მიღების ვადა გაგრძელებულია 2021 წლის 18 ნოემბრის 18:00სთ-მდე (საქართველოს დროით).