ფესტივალ „მწვანე საღამოების“ ფარგლებში ორი შესანიშნავი ღონისძიება გაიმართა
თბილისში ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები“ გაიმართა, რომლის ფარგლებში, ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ორი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა: 6 ივნისს, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში ნაჩვენები იყო ქართველი რეჟისორის მიხეილ მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმი “გამარჯობა, ქარი ქრის”, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი ეძღვნება ტონინო გუერას, დიდ იტალიელ პოეტს, რომელმაც თავისი […]
Წაიკითხე მეტისაქართველოს დედაქალაქში იტალიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა
იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა და „ექსპოჯორჯიას“ მრავალფუნქციურ სივრცეში გამართული საზეიმო ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დაახვედრა. ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური, ეკომონიკური და კულტურული წრეების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ასევე, საქართველოში მცხოვრები იტალიელები დაესწრნენ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა და იტალიასა და საქართველოს შორის არსებული […]
Წაიკითხე მეტი#LiberatiDallaDisinformazione
Il Min. Antonio Tajani dà avvio alla campagna #LiberatiDallaDisinformazione: “La libertà di informazione è una battaglia per la democrazia: non vogliamo che essa sia viziata nel momento della scelta da condizionamenti e notizie non vere.” #LiberatiDallaDisinformazione è la nuova campagna della Farnesina per contrastare la diffusione delle false notizie. Una serie di contenuti social per […]
Წაიკითხე მეტიინვესტორთა ვიზა “PROGRAMMA INVESTOR VISA FOR ITALY”
ინვესტორთა ვიზა იტალიისთვის “INVESTOR VISA FOR ITALY”, საშუალებას აძლევს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შევიდნენ და დარჩნენ იტალიის ტერიტორიაზე დიდი ხნის ვადით, ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. ინვესტორთა ვიზა იტალიისთვის გამოირჩევა შემცირებული საინვესტიციო ზღვრებითა და საცხოვრებლის მინიმალური მოთხოვნების არარსებობით, საკმარისია სერთიფიცირებული ელექტრონული ფოსტის (PEC) მისამართის მითითება. ვიზის მფლობელები მიიღებენ ორ წლიან ბინადრობის ნებართვას ინვესტორებისთვის, რომელიც შესაძლებელია განახლდეს […]
Წაიკითხე მეტიTRENITALIA ფასდაკლებები AIRE-ს წევრებისთვის
Trenitalia საზღვარგარეთ რეზიდენტ და AIRE-ში რეგისტრირებულ იტალიის მოქალაქეებს, რომლებიც მოგზაურობენ იტალიაში, სთავაზობთ შემდეგ შეღავათებს: 80%-მდე ფასდაკლება სპეციალური ღონისძიებების შეთავაზებით, Frecciarossa, Frecciargento და Frecciabianca- ს მატარებლებით მგზავრობისთვის. 40%-იანი ფასდაკლება ჯგუფებისთვის, Frecciarossa, Frecciargento, Frecciabianca მატარებლების ბილეთებზე, სულ მცირე 10 კაციან ჯგუფზე, რომლებიც ერთად მოგზაურობენ. იტალიაში სამოგზაურო Trenitalia Pass-ის შეძენის შესაძლებლობა. ფასდაკლებები მოქმედებს 2024 წლის 31 დეკემბრამდე. […]
Წაიკითხე მეტიშეტყობინება:
2024 წლის 1 ივნისიდან, აღარ გაიცემა მოკლევადიანი ტურისტული/ოჯახური ვიზიტების ტიპოლოგიის შენგენის ვიზა (VSU) იტალიის ან ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის იმ უცხოელ წევრებზე, რომლებიც აპირებენ გაერთიანებას იტალიაში მუდმივად მცხოვრებ ოჯახის წევრთან. ამრიგად, ეს უკანასკნელი შეძლებს ეროვნული ვიზის მიღებას “ოჯახური მიზეზების გამო”. აღნიშნული ტიპოლოგიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნების გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://vistoperitalia.esteri.it/home.aspx დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ visa.tbilisi@esteri.it
Წაიკითხე მეტიანტიკური კოლხეთის ქალაქი ვანი ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენას მასპინძლობს
მუზეუმების საერთაშორისო დღე, 18 მაისი, საქართველოში აღინიშნება ქ. ვანში გამოფენის „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ გახსნით. ექსპოზიციას, რომელიც თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში იყო წარმოდგენილი, ახლა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენა, რომელიც მოიცავს გასაოცარ არქეოლოგიურ მასალას იტალიის სამი მუზეუმიდან (კიუზის ეტრუსკული, კიანჩანო ტერმეს არქეოლოგიური და ფლორენციის […]
Წაიკითხე მეტი63 თვის რაოდენობის სასწავლო სტიპენდია 2024-2025 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2024 წლის 14 ივნისის 16:00სთ-მდე (საქართველოს დროით)
გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2024-2025 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 63 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიის ოდენობა თვიურად 1000 ევროს შეადგენს. სამაგისტრო პროგრამებისთვის, AFAM-ს კურსებისთვის, დოქტორანტურისთვისა და პროექტებისთვის თანახელმძღვანელობით, გაიცემა 9 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია, რომლის გაგრძელება მომდევნო აკადემიურ წელს შეეძლებათ მრავალწლიანი […]
Წაიკითხე მეტიფერარის უნივერსიტეტი: დოქტორანტურის კურსები
დაიწყო ფერარის უნივერსიტეტში დოქტორანტურის კურსებზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება (სასწავლო სტიპენდიის მიღების შესაძლებლობით). საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ განაცხადის წარდგენა შემდეგ სპეციალობებზე სასწავლებლად: ფიზიკა ჰუმანიტარული მეცნიერებები გარემოს დაცვა გაფართოებული თერაპია და ექსპერიმენტული ფარმაკოლოგია კურსების ხანგრძლივობა სამ წელს შეადგენს. სწავლა 2024 წლის 1 ნოემბრიდან იწყება. განაცხადის წარდგენის ვადაა 2024 წლის 10 ივნისის 12:00სთ (იტალიის დროით). კურსებზე ჩარიცხვის პროცედურასთან […]
Წაიკითხე მეტიშეტყობინება
2024 წლის 1 ივნისიდან ძალაში შედის ტურიზმის ახალი რეგულაცია (საქართველოს კანონი No3969-XIIIმს-Xმპ 15.12.2023წ.). განსაკუთრებით საყურადღებოა მე-12 და 51-ე მუხლები: მუხლი 12 – „საქართველოში შემომსვლელი ტურისტის სავალდებულო დაზღვევა საქართველოში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა. მუხლი 51. დასკვნითი დებულებები ამ კანონის მე-12 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ […]
Წაიკითხე მეტი