გამოცხადდა კონკურსი “Youth4Climate 2025: Call for Solutions” იმ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ წარადგინონ ინოვაციური პროექტები შემდეგ თემებზე:
- მდგრადი ენერგია: ინოვაციები და წვდომა სუფთა ენერგიებთან;
- სურსათი და სოფლის მეურნეობა: კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა;
- კლიმატი და ჯანმრთელობა: კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანთა ჯანმრთელობაზე;
- ციფრული ტექნოლოგიები დედამიწის გადარჩენისთვის;
- კლიმატი, მშვიდობა და უსაფრთხოება;
- ბუნება: გარემოსა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები.
პროექტების წარდგენა შესაძლებელია ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ ან პორტუგალიურ ენაზე. თითოეული გამარჯვებული პროექტი 30.000 აშშ დოლარით დაფინანსდება.
განაცხადის წარდგენის ვადაა: 2025 წლის 26 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
#Youth4Climate #Call4Solutions