ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
16 მაისი 2024
63 თვის რაოდენობის სასწავლო სტიპენდია 2024-2025 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2024 წლის 14 ივნისის 16:00სთ-მდე (საქართველოს დროით)

გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2024-2025 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 63 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიის ოდენობა თვიურად 1000 ევროს შეადგენს. სამაგისტრო პროგრამებისთვის, AFAM-ს კურსებისთვის, დოქტორანტურისთვისა და პროექტებისთვის თანახელმძღვანელობით, გაიცემა 9 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია, რომლის გაგრძელება მომდევნო აკადემიურ წელს შეეძლებათ მრავალწლიანი […]

Წაიკითხე მეტი
15 მაისი 2024
ფერარის უნივერსიტეტი: დოქტორანტურის კურსები

დაიწყო ფერარის უნივერსიტეტში დოქტორანტურის კურსებზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება (სასწავლო სტიპენდიის მიღების შესაძლებლობით). საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ განაცხადის წარდგენა შემდეგ სპეციალობებზე სასწავლებლად: ფიზიკა ჰუმანიტარული მეცნიერებები გარემოს დაცვა გაფართოებული თერაპია და ექსპერიმენტული ფარმაკოლოგია კურსების ხანგრძლივობა სამ წელს შეადგენს. სწავლა 2024 წლის 1 ნოემბრიდან იწყება. განაცხადის წარდგენის ვადაა 2024 წლის 10 ივნისის 12:00სთ (იტალიის დროით). კურსებზე ჩარიცხვის პროცედურასთან […]

Წაიკითხე მეტი
15 მაისი 2024
შეტყობინება

2024 წლის 1 ივნისიდან ძალაში შედის ტურიზმის ახალი რეგულაცია (საქართველოს კანონი No3969-XIIIმს-Xმპ 15.12.2023წ.). განსაკუთრებით საყურადღებოა მე-12 და 51-ე მუხლები: მუხლი 12 – „საქართველოში შემომსვლელი ტურისტის სავალდებულო დაზღვევა საქართველოში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა. მუხლი 51. დასკვნითი დებულებები ამ კანონის მე-12 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ […]

Წაიკითხე მეტი
15 მაისი 2024
Contrasto alla diffusione delle droghe sintetiche

La sfida posta dalla diffusione esponenziale delle droghe sintetiche è una priorità politica del Governo. Desta in particolare attenzione il fentanyl, potente oppioide sintetico, da 50 a 100 volte più potente della morfina e da 30 a 50 volte più potente dell’eroina, prodotto illegalmente e disponibile sul mercato in diverse forme, comprese quelle liquide e in polvere. […]

Წაიკითხე მეტი
14 მაისი 2024
პაოლო პელეგრინის “საოჯახო ალბომი და საქართველო” ფესტივალზე “ქოლგა თბილისი ფოტო”

იტალიის საელჩო საქართველოში აგრძელებს “ქოლგა თბილისი ფოტო” ფესტივალთან ტრადიციულ თანამშრომლობას და 23-ე ფესტივალის ფარგლებში გთავაზობთ ფოტოგამოფენას “საოჯახო ალბომი და საქართველო”, რომელიც 15 მაისს, 18:00სთ-ზე გაიხსნება. გამოფენა, რომლის გახსნას ავტორი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი ფოტორეპორტიორი, სახელგანთქმული სააგენტო Magnum-ის ფოტოგრაფი და უამრავი ჯილდოს (მათ შორის, World Press Photo Award კონკურსისა და რობერტ კაპას სახ. პრიზების) მფლობელი პაოლო […]

Წაიკითხე მეტი
14 მაისი 2024
ფლორენციის საოპერო თეატრის Maggio Musicale Fiorentino-ს აკადემია საოპერო მომღერლებისა და სამხატვრო თანაშემწეების უმაღლესი განათლების კურსები

ფლორენციის საოპერო თეატრის Maggio Musicale Fiorentino-ს აკადემია აცხადებს 2024-2025 სასწავლო წლისათვის საოპერო მომღერლებისა და სამხატვრო თანაშემწეების უმაღლესი განათლების კურსებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღებას. შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა ხელოვანებს მიეცემათ ფლორენციის საოპერო თეატრში სწავლისა და პროფესიული დახელოვნების შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში (2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივნისამდე). გაიცემა სასწავლო სტიპენდიები (ყოველთვიურად, დასაბეგრი 1000 ევროს ოდენობით). შესარჩევ […]

Წაიკითხე მეტი
29 აპრილი 2024
მევიოლინეთა 43-ე საერთაშორისო კონკურსი “როდოლფო ლიპიცერის პრემია”

2024 წლის 7-15 სექტემბერს იტალიის ქალაქ გორიციაში გაიმართება მევიოლინეთა 43-ე საერთაშორისო კონკურსი “როდოლფო ლიპიცერის პრემია 2024”. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მაისი. შევსებული განაცხადები იგზავნება კონკურსის სამდივნოში, მისამართზე: დონ ჯოვანი ბოსკოს ქ. 91, გორიცია 34170, იტალია. დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ: https://www.lipizer.it/archives/4679

Წაიკითხე მეტი
19 აპრილი 2024
იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე 2024

22 აპრილს აღინიშნება იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დარგებში თანამშრომლობის გაღრმავებას და, ასევე, იტალიელი მეცნიერის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, რიტა ლევი-მონტალჩინის დაბადების წლისთავის აღნიშვნას ეძღვნება. საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართება, სხვადასხვა ინსტიტუციის, […]

Წაიკითხე მეტი
17 აპრილი 2024
ილუსტრაციების მე-8 საერთაშორისო კონკურსი

გამოცხადდა მალაგუტის ფონდის მიერ ორგანიზებული ილუსტრაციების მე-8 საერთაშორისო კონკურსი “Leggero come un macigno” იტალიელი და უცხოელი ილუსტრატორებისთვის. კონკურსი “Diritti a Colori” და ასოციაცია AI-სთან თანამშრომლობით ტარდება და მისი მთავარი თემა ბავშვებისა და მოზარდების უფლებების დაცვა და პოპულარიზაციაა. ნამუშევრების გაგზავნა შესაძლებელია 2024 წლის 30 სექტემბრამდე. კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

Წაიკითხე მეტი
12 აპრილი 2024
ბოლონიის უნივერსიტეტი: სამაგისტრო პროგრამა ევროპულ ლიტერატურაში:

ევროპულ ლიტერატურაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის კურსი ჩართულია პროგრამაში “Erasmus + Erasmus Mundus Joint Master Degrees”, რომელიც განკუთვნილია საუკეთესო სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან. ევროპული და არაევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურებს შორის ურთიერთგაგებასა და აკადემიური ხარისხის ამაღლებას. კურსის ხანგრძლივობა ორ წელს შეადგენს და სწავლების ენა სტუდენტის მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მიხედვით იცვლება. […]

Წაიკითხე მეტი