ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ორი დაუვიწყარი კონცერტი იტალიელი დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით

Poster

გრძელდება იტალიელი ხელოვანების მონაწილეობა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში: 3-13 სექტემბერს გაიმართება საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული პრესტიჟული წინანდლის მე-8 ფესტივალი.

ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბრწყინვალე მუსიკოსებს მასპინძლობს, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ორ შესანიშნავ კონცერტს შესთავაზებს საქართველოში კარგად ცნობილი იტალიელი დირიჟორის, ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორის, ლონდონის სიმფონიური ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორისა და წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორის, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით.

3 სექტემბერს ფესტივალის გახსნით კონცერტზე მაესტრო ნოზედა უდირიჟორებს პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, რომელიც სცენაზე სოლისტთან, ბრწყინვალე ქართველ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილთან ერთად წარსდგება და შიმანოვსკისა და რიმსკი-კორსაკოვის მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებს.

იტალიელი დირიჟორის მონაწილეობით გამართულ მეორე კონცერტზე, რომელიც 6 სექტემბერს ჩატარდება, ცნობილი მევიოლინე პინკას ცუკერმანისა და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შესრულებით ბეთჰოვენისა და მუსორგსკის მუსიკა აჟღერდება.

ფესტივალის პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.

#DiplomaziaCulturale