მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის სახელოსნოს “Incontrarsi in Italiano”, რომელიც 2026 წლის 4-10 ოქტომბერს ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე) გაიმართება. სახელოსნოს ხანგრძლივობა 1 კვირას (26 საათს) შეადგენს.
სახელოსნოში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს (ასაკი: 40 წლიდან). მონაწილეობისთვის აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, საშუალო დონეზე.
განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 2026 წლის 7 სექტემბრამდე ელ. ფოსტის მისამართზე gargnano@unimi.it.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.