ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

IDEAS: ხუთი ისტორია, რომლებიც თანამედროვე იტალიაზე მოგითხრობთ

IDEAS იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პროექტია, რომელიც წელს მეორედ ხორციელდება და მისი მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას უკეთ გააცნოს მრავალფეროვანი და ინოვაციური იტალია.

წლევანდელი პროექტი მოიცავს სპეციალურად შექმნილ ხუთ ვიდეორგოლს თანამედროვე იტალიის სხვადასხვა შემოქმედებით და სამრეწველო დარგებზე, ციფრული კულტურიდან მოდასა და დიზაინამდე, ვიზუალური ხელოვნებიდან ენერგიასა და ეკოლოგიურ მდგრადობამდე. ვიდეორგოლები მოგითხრობთ ხუთ ისტორიას დღევანდელ იტალიაზე – კრეატიულ, დინამიურ და ინოვაციურ ქვეყანაზე, და მათი ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.ideasitaly.com, ასევე სოც. მედია არხების – Facebook, Instagram, Youtube – მეშვეობით.