ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური სპორტის მსოფლიო დღის აღნიშვნა საქართველოში

1

იტალიური სპორტის მსოფლიო დღე (იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივა, რომლის მიზანი, სპორტისა და სპორტსმენების მეშვეობით, იტალიური სპორტული ინდუსტრიებისა და მათთან დაკავშირებული სფეროების პოპულარიზაციაა) თბილისში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებით ბრუნდება.

ღონისძიების მიზანია სპორტში ჩართული ახალგაზრდული კომპონენტის მნიშვნელობისა და სპორტის აღმზრდელობითი ფუნქციის წარმოჩენა AC Milan-ის უნიკალური გამოცდილების მეშვეობით: შარშანდელი წარმატების შემდეგ, თბილისში მეორედ იმართება AC Milan-ის ახალგაზრდული საფეხბურთო ბანაკი, რომელიც იტალიის საელჩოს, AC Milan-ისა და Sports Corporation LLC-ს ორგანიზებით ხორციელდება.

AC Milan-ს ახალგაზრდული ბანაკი (მონაწილეთა ასაკი 6-15 წელი), მიზნად ისახავს ფეხბურთის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისთვის „მილანის“ კლუბის ფილოსოფიის გაზიარებასა და ფეხბურთისთვის დამახასიათებელი თვისებების – შრომისმოყვარეობის, თავდადებისა და გუნდურობის – განვითარებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, Sports Corporation LLC-ს დამფუძნებლები ლორენცო ჩიპრიანი და გიორგი ფოფხაძე, AC Milan Academy-ს ტექნიკური კოორდინატორი, მწვრთნელი ფაბიო ვანონი და მწვრთნელები ალესანდრო გრეკო და ანდრეა სპინი.

„სპორტი გვასწავლის ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა მეგობრობა, სოლიდარობა, ურთიერთპატივისცემა, გუნდური მუშაობა, საკუთარი თავისა და სხვების რწმენა“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, – „სპორტი თანამშრომლობის, დიალოგისა და დიპლომატიის ხელშემწყობი ინსტრუმენტი და ის უნივერსალური ენაა, რომელსაც შეუძლია საზღვრებისა და კულტურული განსხვავებების დაძლევა, ხალხების გაერთიანება და სამყაროს უფრო ლამაზად და ინკლუზიურად გარდაქმნა“.