ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

შეხვედრა ბაროკოს დიდებული ეპოქის მუსიკასთან

Festival Barocco con loghi

უკვე ტრადიციად იქცა იტალიელ შემსრულებელთა მონაწილეობა თბილისის ბაროკოს ფესტივალზე, რომელიც ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალია ამიერკავკასიის რეგიონში, ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოს-შემსრულებლებს და მსმენელს სთავაზობს, ეზიაროს ბაროკოს ეპოქის მუსიკის ბრწყინვალე სამყაროს.
თბილისის ბაროკოს ფესტივალის ფარგლებში, რომელიც წელს მეთერთმეტედ ტარდება, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორი კონცერტი გაიმართება: 30 ნოემბერს, შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე წარსდგება ფრანჩესკო ჩერა, რენესანსისა და ბაროკოს მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარებული იტალიელი მუსიკოსი (კლავესინი, ორგანი) და დირიჟორი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ხშირი სტუმარია. კონცერტზე შესრულდება ბაროკოს დიდებული ეპოქის ბრწყინვალე კომპოზიტორების, ფრესკობალდის, კუპერენის, ბახის, ჰენდელისა და სკარლატის ნაწარმოებები.
მეორე კონცერტზე, რომელიც 2 დეკემბერს ჩატარდება, ფრანჩესკო ჩერა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ უდირიჟორებს და ბაროკოს სამი გენიალური კომპოზიტორის, ვივალდის, ბახისა და ჰენდელის მუსიკას შეასრულებს.
ეს კონცერტები ბაროკოს მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილი საჩუქარია, არ გამოგრჩეთ!
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
#DiplomaziaCulturale