ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ხელოვნების 28-ე საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარის” იტალიური ფოკუსი

GIFT-Focus Italia

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი”, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება, საქართველოს დედაქალაქში ყოველწლიურად მასპინძლობს თეატრალურ დასებსა და ხელოვანებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

წლევანდელმა, 28-ე ფესტივალმა თეატრის მოყვარულებს მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარი მოუმზადა: იტალიური ფოკუსი, რომელიც იტალიის საელჩოს მიერ ემილია-რომანიას რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ტარდება და სპექტაკლებს, თეატრალურ სახელოსნოებსა და კინოჩვენებებს მოიცავს.

იტალიური თეატრალური კომპანია Kepler-452-ის მიერ, ემილია რომანიას კულტურული ფონდი ATER-ს მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური სპექტაკლის ქართულ სცენაზე წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრთან თანამშრომლობით დადგმული სპექტაკლის პრემიერა 2026 წელს იტალიასა და საქართველოში გაიმართება), იტალიური ფოკუსი 4 ნოემბერს გაგრძელდება სახელგანთქმული თეატრალური დასი Teatro delle Albe-ს დამფუძნებლის, რეჟისორისა და დრამატურგის, მარკო მარტინელის ფილმის “ER” ჩვენებით.

4-7 ნოემბერს, თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრში გაიმართება თეატრალური სახელოსნო-სემინარი „პოეტთა განსაწმენდელი“, რომელიც იტალიური ენის 25-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ტარდება და მას რავენას თეატრი Teatro delle Albe-ს დამფუძნებლები, მარკო მარტინელი და ერმანა მონტანარი უძღვებიან.

6-7 ნოემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება Teatro delle Albe/Ravenna Teatro-ს Primavera dei Teatri-სთან თანამშრომლობით შექმნილი წარმოდგენა „დედა“, ბრწყინვალე მსახიობი ერმანა მონტანარის მონაწილეობით. სპექტაკლი, რომელსაც საფუძვლად უდევს მარკო მარტინელის სასცენო ლექსი, იმართება დანიელე როკატოს მუსიკალური შესრულებისა და სტეფანო რიჩის მიერ შექმნილი გამოსახულებების თანხლებითა და მაყურებელს გაუძღვება რეალობის, ალეგორიის, მითების, ვიზუალური ხელოვნებისა და მუსიკის მეშვეობით შექმნილ მოგზაურობაში ადამიანის ბუნების აღმოსაჩენად.

19 და 20 ნოემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრი უმასპინძლებს ვენეციის ბიენალეს ახალგაზრდული პროგრამის ანალოგით შექმნილი და იტალიის საელჩოს მხარდაჭერილი პროექტი Bienalle College-ს გამარჯვებულ თეატრალურ დადგმას – ექსპერიმენტული თეატრალური კომპანია ჰოის ქორეოგრაფიულ-თოჯინურ სპექტაკლს „მარო“.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ. არ გამოტოვოთ!

#DiplomaziaCulturale