ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სწავლის შესაძლებლობა: მილანის მოდის მენეჯმენტის ინსტიტუტის (IIFM – Italian Institute of Fashion Management) მიერ გამოყოფილი სტიპენდიები

Carousel_Post_1

მილანის მოდის მენეჯმენტის ინსტიტუტი (IIFM – Italian Institute of Fashion Management) აცხადებს მიღებას Fashion მენეჯმენტის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე. სწავლა მოდისა და ფუფუნების მოდის სფეროს ადმინისტრირების კურსებზე  2026 წლის იანვaრში დაიწყება და ინგლისურ ენაზე წარიმართება.

საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის  გამოყოფილია  10 500 ევროს ოდენობის ორი სტიპენდია.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30  ნოემბერი.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს იტალიურ და ინგლისურ ენებზე:

https://iifm-milano.it/it/borse-di-studio/
https://iifm-milano.it/en/scholarships/