ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ევროკავშირში შესვლისა და გასვლის სისტემა (EES)

EES-2

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EU) 2017/2226 რეგულაციით შემუშავდა შესვლისა და გასვლის რეგისტრაციის ცენტრალიზებული სისტემა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც შენგენის გარე საზღვრებს კვეთენ მოკლევადიანი (180-დღიან პერიოდში არაუმეტეს 90 დღის ხანგრძლივობის) ვიზიტისთვის. ახალი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარზე კონტროლის ეფექტური მართვის გაუმჯობესებას, 2026 წლის 10 აპრილს სრულად ამოქმედდება.

ეს წესი 2025 წლის 12 ოქტომბერს ამოქმედდა და ის ვრცელდება მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ესაჭიროებათ მოკლევადიანი ვიზა, და ასევე, მათზეც, ვისაც აღნიშნული ვიზა არ ესაჭიროება. ეს სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტში შტამპის დასმას და ამავდროულად, უზრუნველყოფს გარე საზღვრების კვეთასთან დაკავშირებული სანდო მონაცემების მოწოდებას. ახალი წესი არ ვრცელდება შენგენის ქვეყნების მიერ გაცემული გრძელვადიანი ეროვნული ვიზის ან ცხოვრების ნებართვის მქონე მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე, სან მარინოს, ანდორის სამთავროს, მონაკოს სამთავროს, ვატიკანის მოქალაქეებზე და ასევე, ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი სახელმწიფოებისა და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებზე, ეკიპაჟის წევრებზე, მონარქებზე, სახელმწიფოს მეთაურებზე და ოფიციალური დელეგაციების წევრებზე.

დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

ვიდეოს სანახავად დააჭირეთ აქ.