ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს შეხვდა

1

16-წლამდელ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისმა ახლახან უმასპინძლა, იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო იტალიის ნაკრებს შეხვდა. ძლიერ მეტოქეებთან დაძაბული მატჩების შემდეგ, იტალიელმა კალათბურთელებმა ასპარეზობა მე-4 ადგილით დაასრულეს, სერბეთის, ლიეტუვისა და სლოვენიის შემდეგ. ეს შედეგი ახალგაზრდა იტალიელ სპორტსმენებს შესაძლებლობას მისცემს, იასპარეზონ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც თურქეთში გაიმართება. „ყოჩაღ, ბიჭებო, თქვენ ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი დესპანები ხართ!“, ასეთი სიტყვებით მიმართა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ ახალგაზრდა კალათბურთელებს, რომლებიც საქართველოს მწვრთნელთან, ჯუზეპე მანგონესთან ერთად ეწვივნენ. „ჩვენს სპორტსმენებს მეტოქედ ძალიან, ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავდათ. ცხადია, გაცილებით სასიხარულო იქნებოდა, ჩვენს ნაკრებს ეს შეჯიბრი მედლით დაესრულებინა, მაგრამ ჩვენი ბიჭები შეძლებენ და დღევანდელ გულსატკენ მარცხს სწრაფად დაძლევენ“, – აღნიშნა ჯუზეპე მანგონემ.
@DiplomaziaSportiva