იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილ 7 სტიპენდიას საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლისთვის.
სტიპენდია, რომლის ხანგრძლივობა 6 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 1000 ევროს შეადგენს, გაიცემა 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 30 ივნისამდე პერიოდისთვის.
კანდიდატურის წარდგენის ვადაა 2025 წლის 1 ოქტომბერი. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტის მისამართზე: management@accademialascala.it.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სასწავლებლად