დაიწყო სამართლისა და განვითარების საერთაშორისო პროგრამა IPLD-ზე პროგრამაზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება. პროგრამა, რომელიც UNIDROIT-ის ორგანიზებით და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება, ითვალისწინებს იურისტებისა და სამართლის სპეციალისტებისთვის განკუთვნილ სასწავლო კურსს საერთაშორისო კერძო სამართლის საკითხებში (საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების, კრედიტთან წვდომის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ტექნოლოგიური ინოვაციების, სამოქალაქო საპროცესო სამართლის, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კუთხით).
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 მაისი.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.