ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სურსათის მწარმოებელი იტალიური კომპანიების პრეზენტაცია

2014 წლის 5 თებერვალს, ოთხშაბათს, 18:30 საათზე, იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება სურსათის მწარმოებელი 19 იტალიური კომპანიის პრეზენტაცია და მათი პროდუქციის (ზეთის, ძეხვეულის, ყველის, ფქვილის, პასტას, ბრინჯის, ტომატ-პასტის, პომიდვრის, ბარდისა და ლობიოს კონსერვების, წყლის, ღვინის, ლიქიორებისა და ალკოჰოლური სასმელების) დეგუსტაცია.
ღონისძიებაში, რომელიც ჩატარდება რესტორან “Solemio”-ში, მონაწილეობას მიიღებს იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი.
ღონისძიება მიზნად ისახავს იტალიური სასურსათო პროდუქციის ხარისხისა და მრავალფეროვნების წარმოჩინება-გავრცელებას ქართულ სადისტრიბუციო კომპანიებს შორის.