გასულ 23 იანვარს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა “საქართველოში არქეოლოგიური მისიების დღე”. ღონისძიება, რომლის მსგავსი აქამდე არ ჩატარებულა, წარმოადგენდა კულტურული დიპლომატიის მაგალითს და მისი მიზანი იყო იტალიელი ექსპერტების იმ ოთხი ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობის თავმოყრა და შეფასება, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში.
კონფერენცია გახსნა იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეებთან და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად. კონფერენციის შემდეგ გაიხსნა ამ არქეოლოგიური მისიებისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც მნახველისთვის ღია იქნება ერთი თვის მანძილზე.
ღონისძიებას, რომელიც ჩატარდა იტალიის საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პატრონაჟით, 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრო და ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი სატელევიზიო არხებისა და სხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ.







