გასულ 3 ივლისს იტალიის ელჩმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიერ ქართველ მუსლიმთა კავშირთან ერთობლივად ორგანიზებულ იფთარის ვახშამში. ღონისძიების მსვლელობისას წარმოთქმულ სიტყვაში ელჩმა საქართველოს მუსლიმებს რამადანის თვე მიულოცა და აღნიშნა ის მნიშვნელობა, რომელსაც იტალია რელიგიურ თავისუფლებას ანიჭებს.
ვახშამში მონაწილეობა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმაც მიიღეს.
