ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური ენის მეთოთხმეტე მსოფლიო კვირეული

თბილისი – იტალიის საელჩო მოხარულია გაცნობოთ, რომ 20-25 ოქტომბერს ჩატარდება იტალიური ენის მეთოთხმეტე მსოფლიო კვირეული.
ღონისძიებაში, რომელიც ტარდება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და  კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩართულნი არიან იტალიური კულტურული და დიპლომატიური წრეები.
წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა “იწერება ახალი ევროპა: იტალიელი გამომცემლები, ავტორები და მკითხველები ციფრულ ეპოქაში”. საქართველოში აღნიშნული ღონისძიება განხორციელდება, აგრეთვე, შვეიცარიის საელჩოს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით.
პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ: