ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

მილანის უნივერსიტეტიიტალიური ენისა და კულტურის კურსებისთვის განკუთვნილი სასწავლო სტიპენდიები (ბოლო ვადა: 2015 წლის 27 მარტი და 3 აპრილი)

მილანის უნივერსიტეტმა გამოყო 60 სტიპენდია იტალიური ენისა და კულტურის საერთაშორისო კურსზე დასასწრებად. კურსები ჩატარდება ორჯერადად, გარნიანოს კორპუსში, გარდას ტბაზე (თითოეული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას):
პირველი კურსი: ორშაბათი, 6 ივლისი – შაბათი, 25 ივლისი;
მეორე  კურსი: ორშაბათი, 27 ივლისი – შაბათი, 15 აგვისტო.
სტიპენდიები განკუთვნილია 18-დან 40 წლამდე უცხოელთათვის, რომლებიც კარგად ფლობენ იტალიურ ენას (ენის ცოდნის მინიმალური დონე B1 ენის ცოდნის შეფასების ევროპული სისტემით).
სტიპენდიის შესახებ მოთხოვნა კურსების სამდივნომ უნდა მიიღოს:
– 2015 წლის 27 მარტამდე, 6 ივლისიდან 25 ივლისამდე კურსზე ჩასარიცხად;
– 2015 წლის 3 აპრილამდე – 27 ივლისიდან 15 აგვისტომდე კურსზე ჩასარიცხად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ: