ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ასოციაცია “რონდინე, მშვიდობის ციტადელი”-ს მიერ შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიები (ბოლო ვადა: 2015 წლის 1 მარტი)

ასოციაცია ““რონდინე, მშვიდობის ციტადელი”, რომელიც 1997 წლიდან იღწვის მშვიდობის გავრცელების მიზნით, 21-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს.
სტიპენდია ითვალისწინებს “რონდინეს” საერთაშორისო სტუდენტურ  ცენტრში ჩარიცხვასა და ასოციაციის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს:
– იტალიური ენისა და კულტურის სემესტრულ კურსზე დასწრებას;
– სურვილისამებრ ფლორენციის, სიენის, პიზის ან პერუჯის უნივერსიტეტში ერთწლიან სამაგისტრო კურსზე დასწრებას;
– ასოციაციის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობას.
საერთაშორისო სტუდენტურ ცენტრში ჩარიცხვის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მითითებულია ოფიციალურ განაცხადს თანდართული სააპლიკაციო ფორმის ბოლო გვერდზე. ასოციაციამ მოთხოვნა უნდა მიიღოს არაუგვიანეს 2015 წლის 1 მარტისა.
კონკურსის პირობების შესახებ განაცხადისა და სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ: