ბოლონიის უნივერსიტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე სწავლის მსურველ საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს 30 სასწავლო სტიპენდიას 2015/16 აკადემიური წლისათვის.
საერთაშორისოდ ჩაითვლებიან სტუდენტები, ვისაც, დამოუკიდებლად მოქალაქეობისგან, მიღებული აქვს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვალიდურია საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე ჩარიცხვისთვის იმ შერჩეულ სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც არ განეკუთვნება იტალიურ საგანმანათლებლო სისტემას.
სასწავლო სტიპენდიები გაიცემა SAT-ისა და GRE-ს ტესტების გავლის შედეგად დაგროვილი ქულების საფუძველზე. სტიპენდია გაიცემა ერთი აკადემიური წლისათვის და შედგენს 11.059 ევროს, სტიპენდიანტის მიერ გასაწევი ხარჯების ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სასწავლო სტიპენდიების გაცემის შესახებ ოფიციალური შეტყობინებისა და განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად იხილეთ შემდეგი ბმულები:
– ინფორმაცია იტალიურ ენაზე
– ინფორმაცია ინგლისურ ენაზე
განაცხადების წარდგენა ხდება 2015 წლის 31 მარტის 15:30 საათამდე (იტალიური დროით).