ბოლონიის უნივერსიტეტის ენების, ლიტერატურისა და თანამედროვე კულტურის დეპარტამენტი, ფონდ “Alma Mater”-თან თანამშრომლობით, აწყობს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსს.
ლექციები დაიყოფა ორ მოდულად (2 და 3 კვირის ხანგრძლივობით): 2015 წლის 22 ივნისი – 3 ივლისი (A1, A2 და B1 დონისთვის) და 6 – 24 ივლისი (დანარჩენი დონეებისთვის). შესაძლებელია დასწრება ორივე მოდულზე (სწავლის ხანგრძლივობა 5 კვირას შეადგენს).
კურსზე ჩასარიცხად განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 მაისი.
პროგრამისა და საფასურის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე:
განმარტებების მიღება შესაძლებელია ელ.ფოსტის მეშვეობით: eleonora.filice2@unibo.it ან summerschool@unibo.it.