თბილისი – საქართველოში იტალიის საელჩოს კულტურული საქმიანობის პროგრამის ფარგლებში, ოთხშაბათს, 20 მაისს, 19:00 საათზე, “მწერალთა სახლში” (თბილისი, მაჩაბლის ქ. 13), იტალიელი პოეტი კლაუდიო პოცანი მკითხველს საკუთარ პოეზიას გააცნობს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნი “ჩრდილების მარში” და იტალიურ ენაზე ნათარგმნი “თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია” (მთარგმნელი ნუნუ გელაძე). შეხვედრა წარიმართება იტალიურ ენაზე ქართულ ენაზე თარგმანით.
ღონისძიება ტარდება თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის (2015 წლის 18-23 მაისი) ფარგლებში. ფესტივალის განმავლობაში პოეტი კლაუდიო პოცანი მონაწილეობას მიიღებს ისეთ სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორიცაა: შეხვედრა “დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის” სტუდენტებთან (სამშაბათი, 19 მაისი, 18:00სთ, “დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტი”, კალისტრატე ქუთათელაძის ქ. 6) და დისკუსია თემაზე “პოეზია, როგორც მარგინალური ლიტერატურა დღეს” (ხუთშაბათი, 21 მაისი, 19:00სთ, “მწერალთა სახლი”, მაჩაბლის ქ. 13).
იტალიის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის საელჩოს 2015 წლის კულტურული საქმიანობის სპონსორებს, რომელთა დახმარებით შესაძლებელი გახდა აღნიშნული ღონისძიების განხორციელება:
მთავარი სპონსორი: სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია”
სპონსორები: შპს “ბეტა”,”JV Todini-Takenaka-ს ფილიალი საქართველოში”, შპს “სითი ლოფტი”, სს “გუდვილი”, სს “ვისოლ პეტროიუმ ჯორჯია”.