2015 წლის 7 სექტემბერს შატო მუხრანში ლიტერატურული პრემია „საბა“-ს დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაში, რომელიც „თიბისი“ ბანკის მიერ იყო ორგანიზებული, 2014 წელს გამოყვეყნებული ნაწარმოებებიდან არჩეული 46 ფინალისტი მონაწილეობდა შვიდ სხვადასხვა კატეგორიაში. პრემია „საბა“ ქართულ ენაზე უცხოური წიგნის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში ხათუნა ცხადაძეს მიენიჭა უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“-ს თარგმანისთვის, რომელიც გამომცემლობა „დიოგენემ“ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს თანადაფინანსებით გამოსცა.