საქართველოში იტალიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “საჩუქარი 2015“-ის ფარგლებში, ფლორენციის ფესტივალ „Intercity“-ს და Teatro della Limonaia -ს სამხატვრო კონსულტანტის, ბატონ მიკელე პანელას ლექცია 2015 წლის 14 ნოემბერს, 15.00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში შედგება. ლექცია იტალიურ ენაზე იმართება, ქართულ ენაზე თარგმანის უზრუნველყოით, ითვალისწინებს ვიდეოჩვენებებს და თანამედროვე იტალიურ თეატრსა და დრამატურგიას ეძღვნება. ღონისძიების სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე http://giftfestival.ge/index.php?pg=pro&id=75&lang=ge